ვებინარში ანა ანთაძე და სამერ სტარი ისაუბრებენ, თუ რა გავლენა აქვთ წინაპრებს ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე. თანამედროვე სამყაროში მენტალურ ჯანმრთელობაზე საუბრისას იშვიათად ვითვალისწინებთ წინაპრებისა და უხილავ სამყაროში არსებული სხვა არსებების გავლენას და დისფუნქციების მიზეზებს სუბიექტური ჭრილიდან ვეძებთ. სინამდვილეში ჩვენს მენტალურ მდგომარეობას დიდწილად წინაპართა გავლენა განაპირობებს. თუკი გვსურს, რომ უფრო ჯანსაღი საზოგადოება გვქონდეს, მნიშვნელოვანია, გავიაზროთ, რომ ვცხოვრობთ უფრო ვრცელ ეკოსისტემაში, რომელიც მოიცავს უხილავ სამყაროსაც.
რა სარგებლობა მოაქვს წინაპართა კურნებას?
თანამედროვე საზოგადოება ბევრ გადაუმუშავებელ წინაპრულ ტვირთს ატარებს, რაც ვლინდება ჩვენს ინდივიდუალურ, კოლექტიურ, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ რეალობაში. როდესაც წინაპრული ველი გადატვირთულია გადაუმუშავებელი კოლექტიური ტრავმებით, ეს აისახება ჩვენს, როგორც ინდივიდების, ასევე კოლექტივის რეალობაზე.
ინდივიდუალური ტრავმების მსგავსად, კოლექტიური ტრავმები მოითხოვს კურნებას, რათა რეპრესიული ჯაჭვები გაწყდეს და აღარ განმეორდეს. წინაპრებს დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური თუ ინდივიდუალური რეალობის შექმნაში. ისტორიაში განმეორებული ძალადობები, ომი, შიდა არეულობები, ძალაუფლების არასწორად გადანაწილება და სხვა პრობლემები წინაპართაგან გადმოცემული კოლექტიური ტვირთებია, რაც აფერხებს სასიკეთო განვითარებას.
იმისათვის, რომ გავთავისუფლდეთ თაობებისგან გადმოცემული წნეხებისგან, დავიბრუნოთ პერსონალური ძალაუფლება და წარმატებით ჩავერთოთ საზოგადოებრივი საქმეების რეაბილიტაციაში, მნიშვნელოვანია წინაპართა კოლექტიური ველის გაწმენდა, გაჯანსაღება და გამთელება.
წინაპართა საგვარეულო ხაზების კურნების ონლაინ ლექციაზე:
- გაეცნობი კავშირს წინაპრებისა და მენტალური ჯანმრთელობის შესახებ.
- გაიგებ, თუ რა გავლენა აქვთ წინაპრებს ჩვენს მენტალურ მდგომარეობაზე და რა პირობებია საჭირო მენტალურად ჯანსაღი საზოგადოებისათვის.
- გამოცდი წინაპრულ ველთან ცნობიერად დაკავშირებას.