ინტერვიუ წინაპართა კურნებაზე - სასწაულის ძიებაში
ინტერვიუ წინაპართა კურნებაზე ანა ანთაძესთან ერთად მათე მაყაშვილის გადაცემაში "სასაწაულის ძიებაში".
ინტერვიუ წინაპართა კურნებაზე ანა ანთაძესთან ერთად მათე მაყაშვილის გადაცემაში "სასაწაულის ძიებაში".
ონლაინ შეხევდრაზე ანა ანთაძე და ირინა ლოდია უხმობენ წინაპრების სიბრძნესა და თანადგომას უფრო კეთილი მომავლის განსაჭვრეტად.
2024 წელი სასვე იყო გამოწვევებით, ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ პოლიტიკური კრიზისებითა და ომით. შეხვედრის მიზანია განვლილი წლის გამოცდილება ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ, წინაპრების უფრო ვრცელ სიბრძნესთან დავკავშირდეთ, მათი დახმარებით განვლილი გადავამუშაოთ და ერთად უფრო სასიკეთო მომავალი განვჭვრიტოთ.
ლექციაზე ანა ანთაძე და რენა კესემი საუბრობენ წინაპრების გავლენაზე ჩვენს დღევანდელ სამყაროში არსებულ კულტურულ წნეხებზე. უსამართლობა, ძალადობა, ომი და ა.შ პრობლემატურ წინაპრულ მემკვიდრეობებს წარმოადგენს. თანამედროვე პოლიტიკური არეულობების წინაპრული ჭრილიდან დანახვა არა მხოლოდ აშიშვლებს სისტემურ პრობლემებს, არამედ შესაძლებლობას გვაძლევს, უფრო მიზანმიმართულად ვიმოქმედოთ კულტურის რეაბილიტაციისთვის და კურნებითი ზრუნვა მივმართოთ კოლექტიური ტრავმების გარდაქმნისაკენ.
ლექციაზე ანა ანთაძე და ცეპო ბოლვინკელ-კელე საუბრობენ თანამედროვე რეალობაში ჯანსაღი წინაპრული კავშირების მნიშვნელოვანებაზე სარგებლიანი და ეფექტური აქტივისტური პრაქტიკების წარმოებისათვის.
ვიდეო წარმოადგენს 9 ოქტომბერს ჩატარებული ონლაინ ლექციის ჩანაწერს.
ჯანსაღი წინაპრული ურთიერთობების აღდგენა გვეხმარება არა მხოლოდ საკუთარ თავთან და ოჯახის წევრებთან დავამყაროთ სასარგებლო ურთიერთობა, მეტი მშვიდობის მოსაპოვებლად, არამედ ცხადად გავარკვიოთ ჩვენი როლი და პოზიცია თანამედროვე სამყაროში. წინაპართა კურნების პროცესი ინდივიდუალური და კოლექტიური სასიკეთო ზრდას უწყობს ხელს.
ვიდეო წარმოადგენს 18 სექტემბერს წარმოებულ ონლაინ ლექციის ჩანაწერს ანა ანთაძესთან ერთად.